Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პრემიერი - ლიკა ქავჟარაძე დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული
ambebi.ge
13 October 2017, 19:21
ლიკა ქავჟარაძე დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი უდროოდ გარდაიცვალა. მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი. ლიკა ქავჟარაძე არის კინოვარსკვლავი, რომელიც დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული", - /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსახიობის სახლთან ამ დრომდე იკრიბებიან მისი მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი